ირაკლი კობახიძე: რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო

ირაკლი კობახიძე: რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუციის მიზანი უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის გამოხატვაა.

„ამ რეზოლუციას აქვს კონკრეტული მიზანი. მისი მიზანი არის ის, რომ ჩვენ გამოვხატოთ კონკრეტული პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. ამ რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერი არის ნათქვამი, რაც მასში უნდა ყოფილიყო, ეს არის ჩემი პოზიცია“,- აღნიშნა კობახიძემ.

უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის 31 იანვრის ბიუროს სხდომაზე გავა. დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით წარედგინება. მას მმართველი გუნდის გარდა, არცერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.