შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ - ასე, რომ მისი წერილი, სინამდვილეში, მაკკეინის ინსტიტუტის წერილია კაია კალასის მიმართ

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ - ასე, რომ მისი წერილი, სინამდვილეში, მაკკეინის ინსტიტუტის წერილია კაია კალასის მიმართ

საჯაროდ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დაქირავებული, მაკკეინის ინსტიტუტის ლობისტი საქართველოში და ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის წერილის კომენტირებისას, რომლითაც მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალას მიმართა.

„ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საჯაროდაა ცნობილი, ქალბატონი ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ - იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. ასე, რომ მისი წერილი, სინამდვილეში, მაკკეინის ინსტიტუტის წერილია კაია კალასის მიმართ. ამიტომ, ამას ჩვენ ყურადღებას ნუ მივაქცევთ.

როდესაც ქართველ პოლიტიკოსი ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც აქვს გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება - ადამიანი არის ჩვეულებრივად, საჯაროდ ვიცით, რომ არის დაქირავებული, მაკკეინის ინსტიტუტის ლობისტი საქართველოში და ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.