აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრონები. წითელზეც და შავზეც უნდათ, რომ დადონ. გაყვეს ოთხი ბარიერ გადალახული პარტია. ორი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს და ფიქრობენ, რომ იქნებ, რომელიმე ფსონმა გაამართლოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ და გახარიას პარტიას შორის გაფორმებულ არჩევნების თანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი პარტნიორები ჩიხში არიან.
„დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ჩიხში. ვინაიდან ფაქტობრივად აქვთ ორი გზა და ერთი მეორეზე უარესია. გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, არ გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან. ერთ შემთხვევაში დამარცხდებიან არჩევნებში, მეორე შემთხვევაში დამარცხდებიან არჩევნების შედეგად პოლიტიკურად. პოლიტიკური მარცხი არის მათთვის ორივე გზა. ამიტომ ეს არის დილემა მათთვის და რაც მთავარია ეს არის დილემა მათი დამკვეთისთვის, ისინი ვერ გარკვეულან. ამიტომ ჯერჯერობით გაყვეს ასე ვთქვათ. ვხედავთ, რომ არის არა ანალიზის შედეგი, არამედ ჩვეულებრივი აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრონები. წითელზეც და შავზეც უნდათ, რომ დადონ. გაყვეს ოთხი ბარიერ გადალახული პარტია. ორი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს და ფიქრობენ, რომ იქნებ, რომელიმე ფსონმა გაამართლოს. საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერში ნული აქვთ შანსი. ასე, რომ ნული იქნება საბოლოო ჯამში მათი შედეგი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.