სალომე ზურაბიშვილი: ბოლო წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია

სალომე ზურაბიშვილი: ბოლო წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწადნახევარია. გეტყვით იმასაც, რომ მქონდა სურვილი, მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი. შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, საუბარი რაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. იმ დღიდან, როცა ამირჩიეს, მითხრა, რომ მისგან არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა, მითითება და ინსტრუქცია, ეს შესრულებულია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.