მერია: პირს, რომელიც დღეს ორხევის დემონტაჟს აპროტესტებდა, 2015 წელს, კომპენსაციის სახით 356 274 ათასი ლარი აქვს აღებული

მერია: პირს, რომელიც დღეს ორხევის დემონტაჟს აპროტესტებდა, 2015 წელს, კომპენსაციის სახით 356 274 ათასი ლარი აქვს აღებული

კახაბერ ილურიძე, რომელიც დღეს ორხევის დასახლებაში განხრციელებული დემონტაჟის მთავარი გმირი იყო, სატელევიზიო ინტერვიუებში აცხადებდა, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია.

ილურიძის თქმით, მან, როგორც დაზარალებულმა, თავის დროზე “მიზერული თანხა” აიღო, რაც ცენტრალურ უბანში ახალი სახლის საყიდლად არ ეყოფოდა:
“ვარ სტიქიით დაზარალებული, იქ მიზერული თანხა გადაიხადეს. ხელს არ ვაწერდი, იმდენად მიზერული თანხა იყო.”

ეს ინფორმაცია თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში გადავამოწმეთ.

“13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოქალაქე კ.ი-ს 2015 წელს, კომპენსაციის სახით, მიღებული აქვს 356 274 ლარი. “- განგვიცხადეს თბილისის მერიაში.

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პირზე ორი ფართი ფიქსირდება ვაკის რაიონში.