ინგლისში, მეორადი საოჯახო ნივთების მაღაზიაში, ქალმა 5.22 გირვანქა სტერლინგად ($7) იყიდა სკამი, რომელიც მოგვიანებით, აუქციონზე, 21,000 დოლარად გაყიდა.
„როდესაც სკამი სახლში მივიტანე, კარგად დავათვალიერე და ვიფიქრე, რომ ის ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. ელექტრონული ფოსტით მივწერე V&A მუზეუმს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შემდეგ, მივმართე დიზაინის სპეციალისტ ჯონ ბლექს, რომელმაც მყისიერად მიპასუხა“, - ამბობს ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.
სპეციალისტმა დაადგინა, რომ სკამი 1902 წელს ავსტრიელმა არტისტმა კოლომან მოზერმა შექმნა.
ხისა და ნაქსოვი თოკებით დამზადებული სკამი აუქციონზე 21,874.12 დოლარად გაიყიდა.