„ტელემუნდო“ „ფარული ვნების“ ახალ სეზონს იწყებს. სატელევიზიო ქსელმა ოფიციალური ტრეილერი Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„როგორც ვალენტინობის საჩუქარს, „ტელემუნდო“ „ფარული ვნების“ მეორე სეზონის პრემიერას მაყურებელს 14 თებერვალს შესთავაზებს. საკულტო რომანტიკული დრამა დებიუტიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ ბრუნდება“, - აღნიშნულია „ტელემუნდოს“ განცხადებაში.
მაყურებელი სერიალში, წინა სეზონის მსახიობებთან ერთად, ახალ სახეებსაც იხილავს.