ქათმისა და კომბოსტოს ფლავი

ქათმისა და კომბოსტოს ფლავი

ინგრედიენტები

170   გრამი დაჭრილი სოსისი

700   გრამი ქათმის ბარკალი

1 1/4  ჩ/კ მსხვილი მარილი

1/2  ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   ჭიქა დაჭრილი მოტკბო ხახვი

1   ჭიქა დაჭრილი ნიახური

1   ჭიქა დაჭრილი სტაფილო

2   კბილი დაკეპილი ნიორი

3   ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი

4   ჭიქა დაჭრილი ახალი კომბოსტო

2   ჭიქა უმი ბრინჯი ბასმატი

1/2  ჩ/კ პაპრიკა

მომზადებ

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე. წვით ცხიმიანი, შებოლილი სოსისი თუჯის ქვაბში საშუალოზე მაღალ ტემერატურაზე, ურიეთ ხშირად, 5–7 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ შეიბრაწება. ამოიღეთ სოსისები ქაფქირის დახმარებით. შეინახეთ სოსისის ცხიმი ქვაბში. დააწდეთ სოსისები ქაღალდის ხელსახოცზე.

მოაყარეთ კანგაცლილ, უძვლო და კუბიკებად დაჭრილ ქათამს მარილი და პილპილი. დაუმატეთ ზეთი სოსისის ცხიმს ქვაბში და წვით მასში ქათამი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, დროდადრო ურიეთ, 8–10 წუთით ან სანამ მზად არ იქნება. დაუმატეთ ხახვი და მომდევნო 3 ინგრედიენტი. თუშეთ, ხშირად ურიეთ 5–7 წუთით ან ხახვის დარბილებამდე. შეურიეთ ბულიონი, მომდევნი 3 ინგრედენტი და სოსისი.

მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე. გადმოდგით ქურიდან და დააფარეთ.

აცხვეთ ფლავი 180°C–ზე 20–25 წუთით ან სითხის შეწოვამდე. 10–12 წუთის შემდეგ მოურიეთ. მიირთვით ცხელი.