ლედი გაგას თვალისმომჭრელმა იმიჯმა ინტერნეტი დაიპყრო: ვარსკვლავი ჯიმი კიმელის შოუს Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა

ლედი გაგას თვალისმომჭრელმა იმიჯმა ინტერნეტი დაიპყრო: ვარსკვლავი ჯიმი კიმელის შოუს Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა

ლედი გაგას ექსტრავაგანტული სტილი და პატარა პერფორმანსები პაპარაცების ობიქტივში ხშირად ხდება მიზეზი იმის, რომ ნახევრად იტალიელი, ნახევრად ამერიკელი პოპვარსკვლავის გამოჩენას ხშირად მის “პერსონალურ მოდის კვირეულს” ეძახიან.

ლედი გაგა ჯიმი კიმელის ღამის შოუს ესტუმრა, სადაც რიდლი სკოტის ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური დრამის House of Gucci-ის შესახებ ისაუბრა.

ვარსკვლავი გადაცემას დიზაინერ Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა ბრენდის 2022 წლის Pre-Fall კოლექციიდან, რომელსაც Giuseppe Zanotti-ის ფეხსაცმელები და KATKIM-ის სამკაულები შეუხამა.