ხმის ჩამწერი სტუდიის, Sony Music-ის ინფორმაციით, ბობ დილანთან „საეტაპო შეთანხმება“ დადეს, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ყველა კატალოგი შეიძინა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
გარიგება მოიცავს დილანის ნამუშევრებს, როლებიც 60 წლის განმავლობაში შექმნა - დაწყებული სადებიუტო ალბომით და დასრულებული 2020 წელს გამოცემული Rough and Rowdy Ways-ით.
Sony Music-ი არ ასახელებს, რა თანხა გადაიხადა გარიგების საფასურად, თუმცა, Billboard-ის ინფორმაციით, ჩანაწერების ღირებულება $200 მილიონამდეა.
ბობ დილანსა და Sony Music-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.