რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „sport.es” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
დორტმუნდის „ბორუსიას“ 24 წლის მცველი მათს ჰუმელსი კატალონიურ „ბარსელონაში“ გადადის. აღმოჩნდა რომ კლუბების წარმომადგენლებმა ამ ტრანსფერის შესახებ უკვე მოილაპარაკეს და გერმანელები ჰუმელსის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებენ.
ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს მომავალში „ბარსელონას“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი ტიაგო სილვაც შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში მათს ჰუმელსმა დორტმუნდის „ბორუსიას“ მაისურით, გერმანიის პირველობაზე 26 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.