ფორთოხლის მარმალადი

ფორთოხლის მარმალადი

ინგრედიენტები

1   ცალი საშუალო ფორთოხალი

2   ს/კ წყალი

1/2  ჭიქა შაქარი

მომზადებ

შეარჩიეთ ისეთი ფორთოხალი, რომელსაც ყველაზე თხელი კანი აქვს.

თუ ფორთოხალი დიდი ზომისაა წლისა და შაქრის რაოდენობა გააორმაგეთ.

ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და მოაჭერით ორივე ბოლო.

გაჭერით შუაზე და თითოეული ნახევარი კიდევ რვა ნაწილად.

დაჭრილი ფორთოხალი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დააბლენდერეთ ისე, რომ კანი პატარ–პატარა ნაწილებად დაქუცმაცდეს.

საშუალო ქვაბში მოათავსეთ დაბრენდერებული ფორთოხალი, წყალი, შაქარი და წამოადუღეთ.

ადუღეთ 15 წუთით და ხშირად ამოურიეთ.

გააცივეთ, შემდეგ ქილაში გადაიტანეთ და თავსახური მჭიდროდ დააფარეთ.

შეინახეთ მაცივარში.

როცა გაცივდება მისართმევად მზად იქნება.