დევიდ ბექჰემის მშვენიერ მეუღლე ვიქტორიას ფეხის თითები დაეგრიხა და საშინელი კოჟრებიც გაუჩნდა.
თურმე ამ ქალბატონს მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. უახლოეს სუპერმარკეტში წასასვლელადაც კი ისე იპრანჭება, რომ ამ “გატაცების” გამო ფეხებში გაუსაძლისმა ტკივილებმა შეაწუხა.
ექიმებმა ვიქტორიას სასწრაფო ოპერაცია გამოუწერეს, რის შემდეგაც მას რამდენიმე თვე უქუსლო ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.
“ვერ ვიტან ბრტყელძირიან ფეხსაცმელს. მათთან შეგუება მხოლოდ მაშინ შემიძლია, როდესაც მოცეკვავეებს აცვიათ” - განაცხადა ექს-“სფაის გერლზმა”. საკითხავია, როგორ გადაიტანა მეუღლის ეს პრობლემა მისტერ დევიდმა.