დევი ტაბიძე: დღევანდელი მონაცემი, რომელიც შემაშფოთებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტარტო მონაცემია - ველოდებით დაახლოებით 25 000 შემთხვევას

დევი ტაბიძე: დღევანდელი მონაცემი, რომელიც შემაშფოთებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტარტო მონაცემია - ველოდებით დაახლოებით 25 000 შემთხვევას

ზუსტად ისევე რთულდება, როგორც რთულდებოდა სხვა შემთხვევებში. ოქროს სტანდარტი უნდა დავიცვათ, ესაა ნიღაბი, რომელიც პრაქტიკულად გადაგვარჩენს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ „ომიკრონზე“ საუბრისას განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემი, რომელიც საკმარისად შემაშფოთებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის არც მეტი, არც ნაკლები სასტარტო მონაცემი იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ველოდებით. ველოდებით დაახლოებით 20 000-25 000-ის რაოდენობას. 70-75% ამ რაოდენობისა არის „ომიკრონი“. რაოდენობა, რომელიც ბინაზეა, არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სტატისტიკაშია მოყვანილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მივეცეთ სიმშვიდეს და არანაირ გართულებას არ ველოდოთ ამ დაავადებისგან. ზუსტად ისევე რთულდება, როგორც რთულდებოდა სხვა შემთხვევებში. ოქროს სტანდარტი უნდა დავიცვათ, ესაა ნიღაბი, რომელიც პრაქტიკულად გადაგვარჩენს“, - აცხადებს ტაბიძე.

საქართველოში კოვიდინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.