გიორგი ვოლსკი: ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს - აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგი გულისხმობს

გიორგი ვოლსკი: ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს - აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგი გულისხმობს

ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადებაზე გააკეთა. იგი ამით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს ევროპარლამენტარებმა, ვინაიდან თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.

აღნიშნული განცხადება, რომ შალვა პაპუაშვილს არ ეცალა და მით პოლარიზაციის ხელშეწყობა, ჩვენი ოპონენტების კიდევ მობილიზება, რომლებმაც იმ წამსვე დრომოჭმული განცხადებების კეთება დაიწყეს რუსული და დასავლური ორიენტირების შესახებ, აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ეს ფორმატი თავად გულისხმობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.