რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
ლავროვი იხსენებს იმ პირობას, რომელიც მოსკოვმა უკრაინას 2022 წელს შესთავაზა. უარი ნატოზე, დონბასის აღიარება და პირობა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელ სამხედროებს არ განათავსებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.
"2022 წლის აპრილში, სტამბოლში, უკრაინული მხარის მიერ ინიციირებული მოლაპარაკებების დროს, ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ძალიან მალე, უკრაინის დელეგაციამ წარმოადგინა პრინციპების პროექტი ხელშეკრულების მისაღწევად, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ორივე დელეგაციამ ეს შეთანხმება დაამტკიცა. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ეს გარანტები უზრუნველყოფდა უკრაინის უსაფრთხოებას, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა იყოს ალიანსში არცერთ სამხედრო ბლოკთან და რომელიც არ უნდა იყოს ბირთვული", - განაცხადა ლავროვმა.