საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ გვირს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.

იტამარ ბენ გვირმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და მზაობა გამოთქვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საელჩოს წარმომადგენლები.

კანუდოსელი სირცხვილია ამ კაციჭამია ფაშისტი ბენგვირის ასე პატივით მიღება. ოცნებამ საერთოდ დაკარგა ჩემი პატივისცემა. ეს გეკა კიდევ რა უბედურებაა, კაცის სახელია გელა. ვგონებ, საკუთარი სახელი აკომპლექსებს, რაც პატარა კაცების თვისებაა.
21 წუთის უკან