ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფაქტობრივი კოალიციის შექმნის შედეგია

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფაქტობრივი კოალიციის შექმნის შედეგია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფაქტობრივი კოალიციის შედეგია.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ მძიმე მდგომარეობაშია.

„ბუნებრივია, გიორგი გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისინი ფაქტობრივად კოალიციაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც მისი პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელი იქნება. გადინება, რომელიც სახეზე გვაქვს, სწორედ აქედან არის გამოწვეული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ „დამანგრეველი პოლიტიკა“ აქვს და მისი ნარატივი აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

აჭარაში გუშინ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დატოვა.