„ჩეჩნებს, ვერც ახალაია დაემალება და ვერც ვერავინ“

„ჩეჩნებს, ვერც ახალაია დაემალება და ვერც ვერავინ“

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამა აცხადება, რომ მისი შვილი წვრთნას შავნაბადას ბაზაზე გადიოდა და სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს ძალოვანი უწყების თანამშრომლები - წიკლაური და ჩოხელი ამ ჯგუფის ინსტრუქტორები იყვნენ. ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ე.წ. პიკაპებით, სოფელ ლაფანყურში სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი. ბოლო მომენტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორიდორის მიცემაზე მათ უარი განუცხადა.

ჩეჩენ მებრძოლებს იარაღის ჩაბარება და უკან, პანკისში ან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება მოსთხოვა. ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, რადგან, ისინი უკვე აღარ ენდობოდნენ შსს-ს წარმომადგენლებს და ამის გამო, მათ მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ აცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე.

რა მოხდა 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის ხეობაში და ვინ უზრუნველყო მათი საქართველოში ჩამოყვანა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამას, მერაბ მარგოშვილს ესაუბრა.

როგორც ცნობილია, თქვენ დათანხმდით პროკურატურას გვამის ეზგუმაციაზე. გვამს მაშინვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. რატომ დათანხმდით, რამეს ახლს ელოდებით ექსპერტიზიდან?

- მე ვთანამშრომლობ და ინტენსიური ურთიერთობა მაქვს გამოძიებასთან. მე გიდასტურებთ, რომ ცხედრებს ჩაუტარდა ექსპერტიზა. შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე მაშინ შეგვპირდა, რომ ექსპერტიზის დასკვნას მოგვცემდა. როცა ცხედრები დაგმოგვცა მაშინ მითხრა, რომ ამაზე ვარ პასუხისმგებლიო.

მოგცათ ლორთქიფანიძემ ექსპერტიზის დასკვნა?

- არა. თვალით არ მინახავს იმ დღის შემდეგ. მალავენ სიმართლეს. მათ არ ეგონათ, რომ მოვითხოვდით განმეორებით ექსპერტიზის დასკვნას. მე ვითხოვდი ექსპერტიზას და ამიტომაც დავთახმდი. მაინტერესებს, რა მანძილიდან და რომელი იარაღიდან ჩაცხრილეს ეს ბიჭები. ყველას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი.

ანუ, გვამის ესგზუმაციას დათახმდით იმიტომ, რომ გჯერათ გაარკვევთ რა მოხდა სინამდვილეში ლაფანყურის ხეობაში?

- რა თქმა უნდა. სიმართლის დადგენისა და გამოძიების სწორად წარმართვის იმედი რომ არ მქონოდა, გამოძიებას გვამის ამოთხრის უფლებას არ მივცემდი. ექსერტიზის ჩატარება აუცილებელია, რადგანაც არის ბევრი საეჭვო დეტალი, რომელიც გასარკვევია.

კონკერტულად რა არის გასარკვევი?

- როგორც გითხარით, გასარკვევია ის, რომ ყველას ზურგში აქვს მოხვედრილი ტყვია და ეს დიდი ეჭვებს ბადებს. გარდა ამისა, პირველი იერიში სპეცდანიშნულების რაზმმა ღამის 4 საათზე მიიტანა, ეტყობა, რომ ბიჭების ჩაძინებას ელოდნენ. როგორც ჩანს, ბიჭებს არ ეგონათ, რომ ასე გაწირავდნენ.6 თვე თბილისში, საბურთალოზე კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ, მათ ამზადებდნენ და ინსტრუქტაჟს უტარებდნენ შავნაბადის ბაზაზე. იცნობდნენ ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება.

ხომ არ იცით ვინ ხელმძღვანელობდა მათ გადამზადებას?

- როგორ არ ვიცი, ამ ბიჭების წვრთნას და მომზადებას ბაჩო ახალაიას მოადგილე გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. ჩემი შვილი წვრთნას შავნაბადას ბაზაზე გადიოდა და სპეცოპერაციის დროს გარდაცვილი საქართველოს ძალაოვანი უწყების თანამშრომლები - წიკლაური და ჩოხელი ამ ჯგუფის ინსტრუქტორები იყვნენ. ზედამხედველობას უწევდა ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი სანდრო ამირიძე. უშუალოდ ის აკონტროლებდა ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ჩეჩნებს. მათთან მუშაობდა.

ბატონო მერაბ, როგორც თქვენ ამბობთ ბიჭებსზურგში აქვთ ნასროლი. ვის შეიძლება მათთვის ესროლა ზურგიდან ტყვია, გამორცხავთ, რომ ეს ძალოვანების მიერ არის გაკეთებული?

- არა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც სხვა ვარიანტს გამოვრიცხავ.

მაგალითად?

- იმათთან იყვნენ სხვებიც. ამიტომ ჯობია, რომ ყველაფერი ზუსტად ვიცოდეთ. ის სხვები, რომელზეც მე ვსაუბრობ, ისინი ძალოვნების საშუალებით გავიდნენ საქართველოდან თურქეთში და შეიძლება მათ შორისაც არიან მკვლელები.

რომელი ქვეყანაში არიან წასული?

- ჩემი ინფორმაციით თურქეთში არიან. მე ვიცი, რომ ისინი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გაიყვანეს საქართველოდან. მათი დახმარებით გავიდნენ ხეობიდან.

რის საფუძველზე ამბობთ ამას?

- გია ლორთქიფანიძემ გვითხრა, თუ ვინმე გამოჩნდა, ჩვენთან მოიყვანეთ და გადავიყვანთ თურქეთშიო. ცხედრების გადმოსვენების დროს არავინ არ იყო გამოჩენილი. არც მქონდა მაგათი დარდი, ისინი ჩემთან არც გამოჩნდებოდნენ. პირდაპირ მივიდნენ იმათთან, ვისთანაც მისასვლელები იყვნენ და გადაიყვანეს კიდევაც მათ.

ანუ გადარჩენილი ჩეჩნები ალიანსში იყვნენ ძალოვანებთან?

- დიახ, ასეა. ისინი ალიანსში იყვნენ სპეცსამსახურებთან და ამიტომაც გაიყვანეს საქართველოდან. მეორე დღესვე ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან თურქეთში გადაიყვანეს. როცა ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ესენი როგორ გადარჩნენ? ვინ რჩება ცოცხალი, როცა ალყაში ხარ მოქცეული?! ეს ბიჭები გაწირეს. გაწირა როგორც ხელისუფლებამ, ასევე სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ჩეჩნებმა.

თქვენი შვილი როდის არის შემოსული საქართველოში? როგორც ირკვევა, ის პერიოდულად უკავშირდებოდა ოჯახს...

- ყოველთვის იყო კონტაქტზე, თითქოსდა საზღვარგარეთიდან მეკონტაქტებოდა. ბოლოს, ეს იყო 20 აგვისტო, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე. ამის შემდეგ არ დაურეკია მას სახლში.

როგორც ირკვევა, თქვენი შვილის შესახებ არსებული ყველა მონაცემი გაქრა მონაცემთა ბაზიდან, მათ შორის უნივერსიტეტიდან...

- სამწუხაროდ, მისი ყველა მონაცემები გააქრეს. როდესაც ეს ოპერაცია ჩატარდა, დავიწყვე რაღაცეების მოძიება და პირველ რიგში გავარკვიე როდის იყო შემოსული საქართველოში. 19 მარტს არის შემოსული, ანუ 6 თვით ადრე. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ ინფორმაციას საჯარო რეესტრიდან გააქრობდნენ, ყველაფერი წაშალეს. ჩემი შვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა. ჟურნალისტები მივიდნენ უნივერსიტეტში და იკითხეს, მართლაც სწავლონდა თუ არა და როგორ სწავლობდა.

სპეცსამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდნენ სასწვალებელს და მოსთხოვეს ეთქვათ, რომ ასეთი სტუდენტი იქ არ ირიცხებოდა. არადა მაქვს ამის დამადატურებელი სტუდენტის ბარათი. დეკანს ათქმევინეს, რომ არ სწავლობდაო და წააშლევინეს მონაცემთა ბაზიდან. ასევე ის პისტოლეტი, რომელიც ჩემს შვილზე იყო რეგისტრირებული, ისიც მოვიძიე და ამოვიღე დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომელ წელს, რომელ რიცხვში არის ეს იარაღი გაფორმებული ჩემს შვილზე. ეს საბუთი მქონდა. ახლა ხელახლად რომ დაიწყო გამოძიება, მოვიძიეთ ეს ინფორმაცია და ესეც გამქრალი იყო უკვე. მაგრამ, მე დამრჩა ეს საბუთი.

ვინ ჩამოიყვანა თქვენი შვილი საქართველოში? საუბარია, რომ მათ საქართველოში ჩამოყვანას გია ლორთქიფანიძესთან ერთად, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია ხელმძღვანელობდა...

- მას ფინეთიდან დაუკავშირდნენ ჩეჩნები, რომლებთანაც მეგობრობდა და დაპატიჟეს, აქ გააგრძელე სწავლაო, უთხრეს. სამი კურსი დახურა, მე სულ ვეუბნეობოდი, რომ მეოთხე კურსი დახურე და მერე წადი-თქო. მითხრა, მამა გამოცდებს ინტერნეტის საშუალებითაც ჩავაბარებო. მაგრამ, მოხდა ეს ტრაგედია. იქ ბევრი ჩეჩენი ცხოვრობს და მათ აიყოლიეს. მან იცოდა, რომ მის გადაწყვეტილებას არ მოვუწონებდი და ამიტომ დამიმალა, რომ თბილისში იყო. ჩემი ბიჭი საერთოდ არ იცნობდა დათა ახალაიას და არც სხვებს.

ამათმა ევროპის ქვეყნებში გააგზავნეს თავიანთი ემისრები. ის ჩეჩნები, რომლებიც თბილისში ჰყავდათ. არ ვიცი რითი მოატყუეს ამათმა და ჩამოიყვანეს საქართველოში. მარტო დათა ახალაია კი არ მონაწილეობდა ამაში, ეს იყო სააკაშვილის პოლიტიკა. მათი ჩამოყვანის საქმეში მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, გია ლორთქიფანიძე და სხვები. ეს იყო კადგად ჩაფიქრებული ოპერაცია, ვისთან უნდა ჩამოეყვანათ და რა საქმეში უნდოდათ მათი გამოყენება.

თუ გაქვთ ინფორმაცია რა საქმეში აპირებდნენ ამ ბიჭების გამოყენებას?

- ის, რომ ჩეჩნეთში წამსვლელი არ იყო და საერთოდ არ ფიქრობდა იქ წასვლაზე, ამას ნებისმიერი დაგიდასტურებთ, გარდა ამ ძალოვანებთან შეკრული ხალხისა. ზუსტად ვიცი, რომ ეს ბიჭები ჩეჩნეთში არ მიდიოდნენ. სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე, 23 ივლისს ოფიციალურად ყველას გაუფორმეს „სტეჩკინის“ ტიპის იარაღი და ავტომური ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ყველაფერი ძალოვანების ნამოქედარია. თუ კი ისინი ჩეჩნეთში მიდიოდნენ და ტერორისტები იყვნენ, იქ იარაღზე საბუთებს ვინ მოსთხოვდა მათ? ბიჭს ოფიციალურად გაუფორმეს იარაღი. უთხრეს, რომ ჩეჩნებს გააცილებთ საზღვრამდე და მობრუნდებითო.

თქვენ კავშირი გქონდათ გია ლორთქიფანიძესთან. რა გითხრათ მან, არ კითხეთ რატომ ჩამოიყვანეს ეს ბიჭები საქართველოში?

- მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია გარდა იმისა, რომ მომცა ჩემი შვილის ცხედარი. ეს იყო ჩვენი კონტაქტი. პირველად ვნახე მაშინ.

მაშინ ოფიციალური იფორმაცია იყო ასეთი - მოკლულები იყვნენ ტერორისტული დაჯგუფების წევრები, რომლებიც გადასვლას გეგმავდნენ ჩეჩნეთში გადასვლას...

- რა ტერორისტები იყვნენ 21-22 წლის ბიჭები?! ომში არ იყვნენ ნამყოფი. მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ევროპაში. რითი მოატყუეს არ ვიცი, მაგრამ ისინი ჩამოიყვენს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების დავალებით. ჩამოყვანილები არიან საარჩევნოდ რაღაცის გასაკეთებლად.

თქვენი ინფორმაციით საარჩევნოდ მათ რა უნდა გაეკეთებინათ?

- 2 სექტემბერს თელავში მინტინგი ჰქონდა ივანიშვილს ამ ბიჭებს უნდა მოეხდინად მასზე თავდასხმა, სპეცრაზმი მათ ზურგსუკან იქნებოდა და იქვე ამოხოცავდნენ ამ ბიჭებს, რომ მერე სააკაშვილს ეთქვა, რომ ივანიშვილი ჩეჩენი ტერორისტებისგან ვიხსენითო. ეს იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარი. ასევე იყო სათადარიგო ვარიანტი. ანუ სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა გაეკეთებინათ. ამაზე ამ ბიჭებს უარი უთქვამთ. ამიტომაც გაავრცელეს თავიდან ეს ვერსია, რომ საქართველოში შემოვიდა ტერორისტული ჯგუფი და არც ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე არ არისო.

ბატონო მერაბ, საიდან გაქვთ ეს ვერსიები?

- მეც მქავს ჩემი კონტაქტები. სხვებმაც იციან და ისინიც ძალიან მშვენივრად ილაპარაკებენ. მაგარამ არ უნდათ კონფლიქტი ხელისუფლებასთან, სამსახურის დაკარგვა. მებრძოლებს შორის იყო კიდევ ერთი კაცი წარმოშობით ლეკი, ის უწევდა იმ ღამით ბიჭებს მეგზურობას. ის კაცი დაკარგულია დღემდე და როგორც ირკვევა, რუსეთის მიერ ყოფილა შემოგზავნილი.

მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ესენი იყვნენ ტერორისტები, იგივე გაიმეორა ჩვენთან საუბარში გია ბარამიძემ...

- ტერორისტები არიან ისინი, რომლებასც საზღვარგარეთიდან ბიჭები ჩამოყავს რუსეთში გასაგზავნად და თავისი საქმეების მოსაგვარებლად იყენებენ. ტერორისტი ვინაა - ბარამიძე თუ ეს დახოცილი ბიჭები?! ტერორისტები ესენი არაინ, ესენი ამ 9 წლის განმავლობაში ტერორისტები იყვნენ და ახლაც ტერორისტები არაინ. ახლა თავიანთ დანაშაულს უნდათ, რომ გრიფი „საიდუმლო“ დაადონ და დამალონ რეალური ინფორმაცია.

ამიტომაც ეწინააღმდეგება ყოფილიმართველი გუნდი ამ საქმის გამოძიებას?

- შეიძლება საქართველოში ეს გამოუვიდეთ და არ დაიწყოს გამოძიება, მაგრამ, არიან სხვები, რომელებიც ამათ მოკითხავენ. ვერსად გაიქცევიან.

ანუ, თქვენ საუბრობთ შურისძიებაზე, რომელიც, როგორც ითქვა, ძმები ახალაიების მიმართ ამოძრავებთ ჩეჩნურ დიასპორას?

- ბაჩო და დათა ახალაიებს თავისი დანაშაული აქვს ამ საქმეში, მაგრამ ამ საქმის ორგანიზატორი იყო ვანო მერაბიშვილი და შემსრულენელი - გია ლორთქიფანიძე. ის ამოსული იყო ხეობაში და მითხრა, რომ სააკაშვილის ბრძანებას ვასრულებდიო. ყველა ცდილობს როგორმე მშრალად გავიდეს ამ საქმიდან, მაგრამ მშრალად ისინი ამ საქმიდან ვერ გავლენ, ბევრსაც რომ ეცადონ.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაია თურქეთიდან საქართველოში იმიტომ დაბრუნდა, რომ მის კვალზე გავიდნენ ჩეჩნები და, რომ მან იგრძნო რეალური საფრთხე. ერთ-ერთი ვერსიით ესპანეთიდან თურქეთში ჩასული ჩეჩნებისგან თავის დაღწევას ცდილობს მისი ძმა დათა ახალაია და მას ის ჩეჩნები ეხმარებინ, რომლებმაც საქართველო მათი დახმარებით დატოვეს მაშინ. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?

- აქიდან გასული ჩეჩნები, რომლებიც ქართველმა ძალოვანებმა გაიყვანეს, მათგან არ მომისმენია შურისძიების მომენტი. სხვათა შორის რამდენიმეს ლაპარაკი მიამბეს. ვიღაცეებს უკავშირდებიან და ამართლებენ როგორც ახალაიას, ასევე ყველა იმ ადამინს, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმეში. შურისძიებაზე უკვე სხვა ხალხი მუშაობს. მუშაობენ ამ დაღუპული ბიჭების ნათესაობა. მინდა გითხრათ, რომ ნათესავებამდე ამ საქმეს არავინ მიუშვებს. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში არიან ჩეჩნების წარმომადგენლები, რომლებიც ამათ ნებისმიერ სასჯელს აღუსრულებენ, სასამართლოს შემდეგ თუ მანამდე. ეს ხალხი შურს იძიებს, ეს გარდაუვალია, არა აქვს მნიშვნელობა შიგნით იქნება თუ გარეთ.

დათა ახალაია კოსმოსში ხომ არ გაფრინდება?! ამ მიწაზე უნდა იაროს, ვერც ერთ სახელმწიფოში ის ვერ დაიმალება. ჩეჩნებს, ვერც ახალაია დაემალება და ვერც ვერავინ. ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მისი წამოღება. ახალაიები მშვიდად ვერ დაიძინებენ ვერასოდეს. არც ერთი ის პირი, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, მშვიდად ვერ დაიძინებს. იგივე ლორთქიფანიძე, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ცხედრები გააპატიოსნეს და დაკრძალეს ისე, როგორც მუსლიმანური ტრადიციით ხდება. ცხედრები იყო გაპატიოსნებული?

- არაფერი ეტყობოდა ცხედრებს, რომ გააპატიოსნეს. ჩვენი ბიჭები საფლავში მაინც ჩავაწვინეთ. ის 4 ჩეჩენი ახალგაზრდა ერთმანეთზე მიგდებულად იყვნენ დაკრძალული, 50 სანტიმეტრზე იყო მიწა ამოთხრილი. ეს იყო სააკაშვილის ენით გაპატიოსნება და დაკრძალვა? საცოდაობა იყო ამის ნახვა, დამიჯერეთ. სააკაშვილს ყველაფერი ადვილი გონია, მაგრამ ერთი დღეც მოვა, როცა თავის თავზე დაფიქრდება.