დავით გადელია: იმედი მაქვს, ამ წლის მეორე ნახევრიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი დაიწყება

დავით გადელია: იმედი მაქვს, ამ წლის მეორე ნახევრიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი დაიწყება

იმედი მაქვს, ამ წლის მეორე ნახევრიდან პანდემიაზე საუბარი აღარ იქნება, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ „პირველის არხის“ ეთერში განაცხადა.

„პანდემიისთვის ორი წელია არაფერია, ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვა ინფექციური დაავადებების პანდემია უფრო დიდხანსაც გაგრძელებულა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წლის მეორე ნახევარში პანდემიაზე საუბარი აღარც იყოს. რთული სათქმელია, ეს პანდემია როგორ დასრულდება - გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ სულ გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მე-6 მე-7 თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - განაცხადა დავით გადელიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.