მიმდინარე წლის მარტში, პოპულარულმა მუსიკოსმა, ახლო წარსულში ჯგუფი „The Beatles”-ის წევრმა რინგო სტარმა და მისმა „All-Starr Band”-მა მსოფლიო ტურნე დაასრულეს.
დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მუსიკოსებმა სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და იაპონია მოიარეს.
გუშინ ექს-ბითლზმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალ საგასტროლო მოგზაურობაში გაეშურება. ამჯერად რინგო სტარი სამხრეთ ამერიკას, მექსიკასა და აშშ-ს მოინახულებს.
რინგო სტარმა დაასახელა თავისი ჯგუფის ის მუსიკოსები რომლებიც ამ გასტროლებზე მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან: სტივ ლიუკატერი, რიჩარდ პეიჯი, ტოდ რანდგრენი, მარკ რივერა და გრეტ ბისენოტი.
უკვე ცნობილია მომავალი 11 კონცერტის გამართვის ზუსტი თარიღი: 29 ოქტომბერი - სან პაულუ (ბრაზილია), 31 ოქტომბერი - კურიტიბა (ბრაზილია), 2 ნოემბერი - პუნტა-დელ-ესტე (ურუგვაი), 4 ნოემბერი - ასუნსიონი (პარაგვაი), 6 ნოემბერი - კორდობა (არგენტინა), 8 ნოემბერი - ბუენოს-აირესი (არგენტინა), 11 ნოემბერი - ლიმა (პერუ), 13 ნოემბერი - მეხიკო (მექსიკა), 16 ნოემბერი - გვადალახარა (მექსიკა), 18 ნოემბერი - მონტერეი (მექსიკა), 22 და 23 ნოემბერი - ლას-ვეგასი (აშშ).