ფრანგი მსახიობი, გასპარ ულიელი ტრაგიკულად დაიღუპა. ის 37 წლის იყო. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
ულიელი თხილამურებზე სრიალის დროს სასიკვდილოდ დაშავდა. ის გრენობლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მსახიობის გადარჩენა ვერ მოახერხეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გასპარ ულიელი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჰანიბალის აღზევება“, „მიყვარხარ, პარიზო“ და„ „სენ-ლორანი“. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო Marvel-ის სერიალ „მთვარის რაინდში“, რომელიც ეკრანებზე წელს გამოვა.