„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალ შტამს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, ეს არ გვაძლევს იმის იმედს, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის“

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალ შტამს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, ეს არ გვაძლევს იმის იმედს, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის“

გუშინ, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის არსებობის ისტორიაში, რეკორდული, დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ამის ფონზე, მედიკოსები აცხადებენ, რომ რეალურად, ეს რაოდენობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს და ლაბორატორიულად არ იყოს დადასტურებული. კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პირობებში, სპეციალისტები ასეთ ზრდას მოელოდნენ და საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 57 000-ს მიაღწია და კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია. რაც შეეხება „ომიკრონს“, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ლაბორატორიულად ახალი ვარიანტის 1 200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ჰოსპიტალური მკურნალობა მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა.

მეცნიერების თქმით, კორონავირუსის ახალ შტამის კლინიკური მახასიათებელი ისეთივე მძიმე არ არის, როგორიც წინა სახეობების, თუმცა, გადამდებლობა მაღალია. მსოფლიოში, მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ კორონავირუსის სიძლიერე შესუსტდა და „ომიკრონის“ მახასიათებლებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ სახეზე გვაქვს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი გადავხედავთ განვლილ პერიოდსა და კაცობრიობის ისტორიაში არსებულ პანდემიებს, 2 წლის შემდეგ, ნებისმიერ პანდემია უკვე გაქრობას იწყებს და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევაშიც იგივე მოხდება.

ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ლაბორატორიულად არის გამოვლენილი. ამასთან For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რეალურად, ორი წლის თავზე, კორონავირუსის პანდემიაც დასასრულისკენ უნდა წავიდეს.

„გაგვაფრთხილეს, რომ მატება შეიძლება ათჯერადიც კი იყოს. რითიც განსხვავდება ეს შტამი წინამორბედებისაგან - ეს არის, რომ ძალიან გადამდებია. თუმცა, იქვე თქვეს, რომ ჰოსპიტალიზაცია და გართულება არ არის ისეთი მაღალი, როგორიც წინა შტამების შემთხვევაში. ჩვენ ახლა შევდივართ ამ პიკში, თვითონ ადამიანის სახით როგორი სირთულე დახვდება, ეს ფაქტი მეცნიერებს ყოველთვის აღელვებთ. რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა გვაქვს, რეალურად, შესაძლოა, იმაზე მეტი იყოს. ბავშვები დასაცავი არიან პედადოგებისა და მშობლების მხრიდან. სკოლებში აცრის მაჩვენელი შედარებით მაღალი გვაქვს.

ისტორიას რომ გადავხედოთ, პანდემიების აბსოლუტური უმრავლესობა 2 წელიწადში ამთავრებს თავის მოღვაწეობას, პანდემია მილევად რეჟიმში გადადის. თუმცა სადაც ნაკლები იყო აცრის პროცენტები, იქ ახალი შტამები წამოვიდა. აცრის ხიბლი არის, დროის პატარა მონაკვეთში დიდი მასა მოიცვას. ამასთან, შემდეგ კიდევ დგება პოსტკოვიდური პერიოდი, გამოჯანმრთელება როგორ ხდება, რას ტოვებს ქრონიკულად და ა.შ. ამიტომ, ეს ჯერჯერობით კვლევის საგანს წარმოადგენს“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციოსტის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალ შტამს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, ეს არ გვაძლევს იმის იმედს, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენ ადამიანს მოიცავს ახალი ვარიანტი.

„ომიკრონის“ შტამი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ასეც უნდა იყოს, - ყოველი ახალი შტამი რაღაცით უფრო ძლიერია წინა შტამზე. ნებისმიერი ინფექცია, რომელიც ნაკლებად ვრცელდება, ნაკლებად მძვინვარე ხდება და შედეგიც ნაკლებად ტრაგიკულია, თუმცა, რაც უფრო დიდი ხნით არსებობს ვირუსი და მეტი ინფიცირდება, პასაჟირება ხდება და ვირუსი ძლიერდება. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ ორგანიზმის დამთრგუნველობა არ გაზრდილა და სიკვდილიანობა ბევრად ნაკლებია.

არ ვიცით რამდენად გაძლიერდება ვირუსი, თუ მოხდა მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება. მე არ ვეთანხმები ასე კატეგორიულად, რომ ეს შტამი არის პანდემიის დასასრული. არ ვიცით რითი დამთავრდება ასეთი აქტიური გავრცელება. ზოგადად ასეა, - თუკი ვირუსს მაღალი გადამდებლობა აქვს, მას შედარებით ნაკლები ვირულენტობა ახასიათებს, თუმცა, არსებობს ვირუსები, რომელსაც საკმაოდ მაღალი გადამდებლობა და სიკვდილიანობა ახასიათებს. ასე რომ, მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა For.ge-სთან ირაკლი ხმალაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვარაუდით, იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ დეკადაში პიკში შევალთ. ამასთან, იგი ვარაუდობს, რომ პიკზე უნდა გვქონდეს 10-15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ჰოსპიტალში 4300 პაციენტი მკურნალობს, არ შეიმჩნევა მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდა.

„ნამდვილად არავის გვინდა, რომ მძიმე შედეგი მივიღოთ. „ომიკრონი“ ასამმაგებს, აოთხმაგებს, ზოგჯერ ახუთმაგებს ინფიცირების რაოდენობას. გლობალურად ასამმაგებს და აოთხმაგებს. თუმცა, არ გაზრდილა ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილი. შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის. თუ წინა შტამების დროს 2.1% გვქონდა, ზოგ ქვეყანაში 3 და 4%, დღეს მსოფლიოში 1.8%-ზეა ჩამოსული. საქართველოში დღეს, 1.45%-ზე ჩამოიწია სიკვდილობის მაჩვენებელმა.

რას ველოდებით?! ველოდებით, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. პროგნოზირების ძირითადი ინსტიტუტების მონაცემებით, რასაც ვეყრდნობით, გვეუბნებიან, რომ პიკში იანვრის ბოლო დეკადაში, თებერვლის პირველ დეკადაში შევალთ. აიტაცეს ჩემი ნათქვამი 60 ათას შემთხვევაზე. მე ის კი არ ვთქვი, რომ 60 ათასი გამოვლენილი შემთხვევა გვექნება. გთხოვთ, კარგად დაუკვირდით, რასაც ვსაუბრობ. ჩვენ, დღეს, 7 ათასი ინფიცირების შემთხვევა რომ გვაქვს გამოვლენილი, შეფასებითი მაჩვენებლით, ალბათ, ორჯერ მეტია ინფიცირებული, რომელთაც სურდო აქვთ, ხველა და არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. არ მიდიან ტესტირებაზე.

ვანგარიშობთ, რომ პიკზე უნდა გვქონდეს 10-15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა. ჰოსპიტალში 4300 პაციენტია. არ შეიმჩნევა მძიმე პაციენტების ზრდა. ოდნავ ქვემოთ არის წამოსული რეანიმაციულ, ხელოვნურ ვენტიალაციაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

trampi ბილ გეითსი.......................................: მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს
2 წლის უკან
trampi ნახეთ ნახეთ რას ამბობს ---- უარესი მოგელით, კორონა რა ჩემი ფეხებიაო.............
ეგ ისედაც ვიცით .... და ველოდებით კიდეც.......
შშშშშშშშშშშშშშშშშშათლახებიი...
კი მაგრამ ეს თუ მართლა ჩათლახი არააა, ამ კომპიუტერშიკმა რა ფეხი იცის წინასწარ.??.......................უარესი იქნება თუ უფრო კარგი??
არა კარგი რომ არაფერი იქნება, ეგ იასნია, მაგრამ ამან საიდან დაგვიგეგმა უკვე??
მერე ახალ აცრებს ჩავიტარებთ ....დედი თქვენისა
ჰოოდა იმიტომაც ავიცერი უკვე შვიდჯერ ....
სპირტი და მაგის ჯანი
2 წლის უკან