მადამ ტიუსოს მუზეუმმა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ცვილის ფიგურები წარადგინა

მადამ ტიუსოს მუზეუმმა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ცვილის ფიგურები წარადგინა

ნიუ-იორკში მადამ ტიუსოს მუზეუმმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ცვილის ფიგურები წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.

ორივე პოლიტიკოსის ჩაცმულობა 2021 წლის იანვარში გამართული ინაუგურაციის მიხედვით არის განმეორებული. აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისი პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომლის ცვილის ფიგურაც მადამ ტიუსოს მუზეუმმა შექმნა.

თითოეულ ფიგურაზე მუშაობა 6 თვე გაგრძელდა. ფიგურები მუზეუმის ოვალურ კაბინეტშია წარმოდგენილი.