რუსეთმა ყაზახეთიდან მშვიდობისმყოფელების გაყვანა დაასრულა

რუსეთმა ყაზახეთიდან მშვიდობისმყოფელების გაყვანა დაასრულა

რუსეთმა ყაზახეთიდან მშვიდობისმყოფელების გაყვანა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყაზახეთი რუსეთის 4-მა სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავმა დატოვა. რუს მშვიდობისმყოფელებთან ერთად ყაზახეთი დატოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვმაც.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. 10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. 11 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის დასრულება გამოაცხადა.