„პუტინს მშვიდად, წყნარად მიუჩენენ იმ ადგილს, რომელსაც ის იმსახურებს“

„პუტინს მშვიდად, წყნარად მიუჩენენ იმ ადგილს, რომელსაც ის იმსახურებს“

„პეკინიდან მოსკოვამდე და თეირანიდან ქაბულამდე მსოფლიო შეიძლება უფრო ხიფათიანი გახდეს“, - ასეთია ბრიტანული გამოცემის შეფასება. გამოცემის მოსაზრებით, მსოფლიოში ძლიერი და ერთიანი ხელმძღვანელის დეფიციტია და სწორედ ასეთი ფინალია მოსალოდნელი ბაიდენისგან, რომელმაც ოთხი თვის წინ ბედის ანაბარა მიატოვა ავღანელები და თალიბებს ჩაუგდო ხელში. გარდა ამისა, ბაიდენის ამერიკა პასუხს ვერ სცემს ჩინეთს, ხოლო ჟენევაში ბაიდენ-პუტინის შეხვედრისას კრემლი ვერ დარწმუნდა ბაიდენის სიძლიერეში. ამიტომაც პუტინი აშანტაჟებს ევროპას გაზის შეწყვეტით, უკრაინაში შეჭრით.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, დღეს უაზროდ ისმის ბაიდენის გაპრეზიდენტებისას წარმოთქმული სიტყვები, რომ „ამერიკა დაბრუნდა და, აგრეთვე, დაბრუნდა დიპლომატიაც“ და რომ მისი „ადმინისტრაცია აღადგენს პრესტიჟს და მორალურ ავტორიტეტს“. სინამდვილეში, ბაიდენმა დაუშვა დასავლეთის გავლენის კატასტროფული ეროზია თავისი სისუსტითა და გაუბედაობით ისეთი მოწინააღმდეგეების წინაშე, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება კი პუტინისთვის მიუღებელია.

მას შემდეგ, რაც დასავლეთის მედია ბაიდენის სისუსტეზე ალაპარაკდა, ბაიდენი ბევრად უფრო აქტიური გახდა. მან არა მხოლოდ პუტინს დაუფიქსირა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკაცრ პასუხს გასცემდა, არამედ ზელენსკიც დააიმედა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან გადაჭრითი პასუხით დამთავრდება.

როგორი იქნება 2022 წელი ბაიდენისთვის, დარწმუნდება თუ არა პუტინი, რომ ბაიდენის მუქარა მხოლოდ სიტყვები არ არის?

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის სიძლიერე გახლავთ არა მხოლოდ პიროვნებებში, არამედ მდგრად პოლიტიკურ ინსტიტუტებში. პიროვნებამ შეიძლება ტემპი ასწიოს ან დასწიოს, მაგრამ დასავლეთის მთავარი ძალა მდგრად ინსტიტუტებშია, როგორიცაა საპრეზიდენტო ინსტიტუტი, პარლამენტი, კონგრესი, პარტიები, პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიღების ფორმები, თვითმმართველობა, სასამართლო. ესენი იმდენად მდგრადი ინსტიტუტებია, რომ ქვეყნის სიძლიერის საფუძველი ხდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ქვეყანა იმიტომ არ არის ძლიერი, რომ ჩვენ ინსტიტუტებზე კი არა, კონკრეტულ პიროვნებაზე ვართ დამოკიდებულნი და იმას ვარკვევთ, ეს პიროვნება ფსიქიკურად ჯანმრთელია, თუ არა. რუსეთშიც იგივეა, ეს განსხვავებაა რუსეთსა და დასავლეთს შორის და, რადგან დასავლეთი არის მდგრადი ინსტიტუციონალური განვითარების ქვეყანა, ვერავითარ შემთხვევაში, ის შანტაჟი, რასაც პუტინი ცდილობს, მოახვიოს თავს, ვერანაირად ვერ იქნება მიღებული დასავლეთისგან.

„პუტინს მშვიდად, წყნარად მიუჩენენ იმ ადგილს, რომელსაც ის იმსახურებს თავისი კრებსითი მდგომარეობიდან და რესურსებიდან გამომდინარე. არ ველი, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით შეფერხდება პუტინის მუქარის გამო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ჩვენზე, ჩვენ ვაფერხებთ ნატოს განვითარებას, ჩვენ არ ვქმნით იმ გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს ნატოს, დაინახოს, რომ ჩვენ მათი რიგითი წევრები ვართ, პიროვნებაზე არ ვართ დამოკიდებულნი. უნდა ვიცოდეთ, რომ ნატოს უჭირს იმ ქვეყანასთან ურთიერთობა, სადაც ხელისუფლება შეიძლება აქციებით, რევოლუციებით შეიცვალოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა გიორგაძე.

ეკონომიკის დოქტორ პაატა აროშიძის შეფასებით, ბაიდენ-პუტინის ურთიერთობაში მთავარია ამერიკის პოლიტიკა, რომელიც ნაკლებად იცვლება იმის მიხედვით, რამდენად სუსტი ან ძლიერი პრეზიდენტი ჰყავს ამერიკას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძლიერი პრეზიდენტების - რეიგანის, კლინტონის, ობამას დროს რუსეთმა იმდენი ვერ გაბედა. სამაგიეროდ, ყველას რომ ეგონა, ტრამპი ძლიერი პრეზიდენტი იქნებოდა, ის მეორედ აღარ აირჩიეს.

„უკვე 21 წელი შესრულდა, რაც პუტინი ხელისუფლების სათავეშია, მას უნარ-ჩვევები, თვითდარწმუნება უკვე გამომუშავებული აქვს. ბაიდენი კი ერთი წელი გახდება, რაც ხელისუფლების სათავეშია, ცხადია, მისი თვითდარწმუნება უფრო ნაკლებია. ამიტომ პუტინი ამას გამოიყენებს. თუმცა არავინ არ დაანებებს პუტინს, თუნდაც უკრაინას რაიმე დარტყმა მიაყენოს. აქ შეშფოთებაც მოხდება, აღშფოთებაც. გვინდა თუ არა, მაინც ორპოლუსიანია მსოფლიო - რუსეთი და პლუს დანარჩენი სამყარო, პირველ რიგში, აშშ“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, პუტინს თუ გაუვა ბუნებრივი აირის ომები, სატარიფო ომები, ის ამის გამოყენებას ბოლომდე შეეცდება. დაახლოებით ეს იგივეა, ბავშვი რომ ტირის, გასდის და იმიტომ. გარდა ამისა, პიროვნულ ფაქტორზეც თამაშობს რუსეთი, მათ შორის, გერმანიის კანცლერებზეც. გერმანიის ყოფილი კანცლერები კი, როგორც წესი, „გაზპრომში“ მიდიან დასასაქმებლად.

„პუტინი თავის რესურსებს, პირველ რიგში, ნავთობს და გაზს იყენებს იმისთვის, დააშანტაჟოს ევროპა, მაგრამ ევროპა თანდათანობით ნაკლებად დამოკიდებული ხდება რუსულ გაზზე. ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირის მთავარი იდეალი რაში მდგომარეობს? ნაკლებ ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე რუსეთთან. ეძებენ დივერსიფიცირების საშუალებებს. არის ქვეყნები, რომლებიც უმეტესად რუსულ აირზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ ის, რომ რუსეთმა მთლიანად ონკანი გადაკეტოს და მთლიანად გაყინოს ევროპა, დღეს აღარ მოხდება, დღეს აღარ არის 2000-იანი წლების დასაწყისი ან თუნდაც 2008-09-10 წლები. ეს რუსეთს აღარ გაუვა. უბრალოდ, რუსები აშინებენ ევროპას პრინციპით, „ძალა გვაქვს, ჭკუა არ არის საჭირო“. ევროპელებს არანაკლები შიში აქვთ ატომური იარაღის და რუსული დერჟავული სულის გამოღვიძების მიმართ, მაგრამ ის, რომ ვიღაც გაიყინება ევროპაში, ჰოლანდიაში, უნგრეთში, თუ პოლონეთში შესცივდება ადამიანს, ამის შიში ნაკლებადაა, რადგან ამ პროექტების ალტერნატიული გზები არსებობს. უბრალოდ, ეს არის დაძაბულობის ესკალაცია და, როცა რეალურ პოლიტიკაზე მიდგება საქმე, პუტინი მშვიდდება და უკან იხევს“, - განაცხადა პაატა აროშიძემ.

 

 

trampi არა ისე მე მირჩევნია რომ ერთმანეთს დაჰკრან......აი იაპონიას გადასცდნენ და იქით (ნატალის ნასწავლ მისამართზე)
კაი პარადი კი იქნება...... აქედან ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ
2 წლის უკან
Maverick პაპა, მაგათ "თავში ქვა უხლიათ, ჩვენ ჩვენი ქეთო ვიტიროთ"!

სხვათაშორის, როგორ მოგწონს დაბალი დონის მრავალსერიანი ტრაგი-კომდია "სააკაშვილის მოგზაუობა უკრაინიდან საქართველოში"?
2 წლის უკან