“უფლება არ მომცეს გამეგო სად იყო, ამიტომ საჯაროდ ვულოცავ ჩემს ქალიშვილს დაბადების დღეს” – ქანიე უესტი

“უფლება არ მომცეს გამეგო სად იყო, ამიტომ საჯაროდ ვულოცავ ჩემს ქალიშვილს დაბადების დღეს” – ქანიე უესტი

მიუხედავად იმისა, რომ რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და დიზაინერი ქანიე უესტი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა რაც დაშორდნენ, მათ შესახებ საუბარი სოციალურ მედიაში არ წყდება.

ამჯერად ყურადღების ცენტრში ყოფილი ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილის ჩიკაგოს მეოთხე დაბადების დღე გახდა. ამერიკელი რეპერი აღნიშნავს, რომ წვეულების ადგილმდებარეობა არ გააგებინეს, გოგონას დაბადების დღეზე კი მხოლოდ ტრევის სკოტის დახმარებით მივიდა.

ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ქალიშვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა:

“იქიდან გამომდინარე, რომ არ მომცეს უფლება, გამეგო სად გაიმართა მისი დაბადების დღის წვეულება, მინდა საჯაროდ მივულოცო ჩიკაგოს ეს მნიშვნელოვანი დღე. ვცდილობ ვიყო საუკეთესო ადამიანი და საუკეთესო მამა, დავურეკე ყველას, კიმს, ქლოუის, ტრისტანს, რატომღაც არავინ მითხრა მისამართი.”

“მე ახლა მაიამიში უნდა ვიყო, ალბომზე ვმუშაობდე, თუმცა ჩემი განრიგი აწყობილია ჩემი გოგონების გარშემო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ისინი კარგად არიან, მათ ყველაფერი აქვთ და შემეძლოს მათი სკოლაში წაყვანა.”