სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს

სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს.

უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს 2 თვით დაპატიმრებას ან 35 მილიონი დოლარის (მილიარდი გრივნა) ოდენობის გირაოს დაწესებას ითხოვს.

გარდა ამისა, პროკურატურა სასამართლოს თხოვს, პეტრო პოროშენკოს ყველა პასპორტის ჩაბარება დაავალოს და გირაოს შეტანის შემთხვევაში, ელექტრონული სამაჯურის ტარება დაუწესოს.

პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდა.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა.