საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყირგიზეთის მოქალაქეების კ.გ.-ს, მ.ი-სა და ა.შ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 200 400 აშშ დოლარი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 619 095,72 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 61 909,572 ლარი შეეფარდათ.