ანდრიუს კუბილიუსი: ნავალნი მაგალითს გვიჩვენებს, რომელსაც უნდა მივბაძოთ - ნუ გვეშინია პუტინის! გაათავისუფლეთ ნავალნი!

ანდრიუს კუბილიუსი: ნავალნი მაგალითს გვიჩვენებს, რომელსაც უნდა მივბაძოთ - ნუ გვეშინია პუტინის! გაათავისუფლეთ ნავალნი!

პუტინს ალექსეი ნავალნის ეშინია, პუტინს კრემლის კორუფციის შესახებ სიმართლის ეშინია, პუტინს რუსი ხალხის ეშინია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა.

„პუტინს ალექსეი ნავალნის ეშინია. პუტინს კრემლის კორუფციის შესახებ სიმართლის ეშინია. პუტინს რუსი ხალხის ეშინია. ნავალნი მაგალითს გვიჩვენებს, რომელსაც უნდა მივბაძოთ. ნუ გვეშინია პუტინის! გაათავისუფლეთ ნავალნი!“, - დაწერა ანდრიუს კუბილიუსმა Twitter-ზე.

2021 წლის 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცველებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.