ანრი ოხანაშვილი: უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფმა აქცია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში

ანრი ოხანაშვილი: უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფმა აქცია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში

უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად თუ ვინმემ აქცია ეს გახლავთ სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, აბსურდია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორც პოლიტიკოსებს, ისე უპირისპირდება ვინმე.

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში რათა შემდგომ გაესაღებინათ ისე, რომ ისინი არიან პოლიტიკოსები და მათ როგორც პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიას ვინმე უპირისპირდება. ეს არის აბსურდი და ეს მითიც მარტივად იმსხვრევა. თუ მათ ხალხზე ზრუნვა აინტერესებდათ, რა უშლიდათ ხელს 2018 თუ 2019 წლამდე, სანამ გამოძიება დაიწყო რატომ მანამდე არ შემოვიდნენ ისინი პოლიტიკაში?“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.