ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული

ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული

„დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 ათას გადასცდა, ჯერჯერობით, ჰოსპიტალური დატვირთვა არ იზრდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ძირითადი დატვირთვა ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინკლინიკებსა და ლაბორატორიულ სექტორზე მოდის.

„ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დღეს პირველი დღეა, როცა სიკვდილიანობის აბსოლუტური ციფრი ჩვენს ე.წ. ზღვრულ მაჩვენებელს ჩამოსცილდა. უნდა ვეცადოთ, რომ ვინც აცრილი არაა, აიცრას და ვინც აცრილია, აუცილებლად გაიკეთოს ბუსტერი. ასევე, რა თქმა უნდა, პირბადე, პირბადე, პირბადე! ის სერიოზულად იცავს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1 189 შემთხვევაა დადასტურებული.