მაკა ბულეიშვილი: ბუსტერ დოზით აცრილებთან კორონავირუსი ძალიან მარტივად მიმდინარეობს

მაკა ბულეიშვილი: ბუსტერ დოზით აცრილებთან კორონავირუსი ძალიან მარტივად მიმდინარეობს

ბუსტერ დოზით აცრილებთან კორონავირუსი ძალიან მარტივად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.

„რეინფიცირების შემთხვევები, სამწუხაროდ, უკვე ფიქსირდება. ხშირ შემთხვევაში ეს არის 6 თვის წინ გადატანილი კოვიდის შემდეგ, არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც 3 თვის წინ არის გადატანილი კოვიდი. ასევე არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც საერთოდ არ არიან ვაქცინირებულები და გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი. რაც შეეხება მესამე ბუსტერ დოზით აცრილებს, მათთან დაავადება ძალიან მარტივად მიმდინარეობს“, - აცხადებს ბულეიშვილი.