აკაკი ბობოხიძე: მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა, ამის მზაობას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხალხში

აკაკი ბობოხიძე: მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა, ამის მზაობას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხალხში

მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა, ამის მზაობას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხალხში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რისიც „ქართულ ოცნებას“ ეშინია, სპონტანურად გამოსული და გაბრაზებული ქართველი ხალხია.

„ქართულ ოცნებას“ არ ეშინია პოლიტიკური აქტივის, გინდა 50- ათასიანი აქცია ჩატარდეს და გინდა 100- ათასიანი.

7 ნოემბერს 100 ათასი კაცი არ გამოსულა ქუჩაში, მაგრამ როდესაც გაბრაზების ტემპერატურას დავუკვირდით, სააკაშვილი გადადგა, არ დასჭირვებია 100 ათასი კაცი. არ დასჭირვებია სარალიძის საქმის დროს „ქართულ ოცნებას“ სწორი ნაბიჯის გადასადგმელად 100 ათასობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში... მხოლოდ რაოდენობა არ კმარა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინდეს, ძალას გამოიყენებს ნებისმიერი რაოდენობის პოლიტიკური აქტივის წინააღმდეგ. „ქართულ ოცნებას“, რისიც ეშინია ეს არის სპონტანური და გაბრაზებული ქართველი ხალხი და გაბრაზებული ქართველი ხალხი არ გამოჰყავს არც კაკო ბობოხიძეს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს, ყველა შემთხვევაში”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.