Ye-ს პუტინის ნახვა და რუსეთში კონცერტის ჩატარება სურს

Ye-ს პუტინის ნახვა და რუსეთში კონცერტის ჩატარება სურს

ალბათ ყველას გახსოვთ დღე, როდესაც ქანიე Ye უესტმა საკუთარ თავი პუტინს შეადარა, სიტყვებით “მე ახალგაზრდა პუტინი ვარ” – შესაბამისად მისი ახალი განცხადება რუსეთში წასვლასთან და ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

დეკადის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული ალბომის ავტორი არამხოლოდ რუსეთში კონცერტის ჩატარებას, არამედ აზერბაიჯანული წარმომავლობის რუს ბიზნესმენთან, არას აგალაროვთან აპირებს საქმიანი ურთიერთობის წამოწყებას. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.