ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტული ჩამოართვეს

ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტული ჩამოართვეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს ვაჟს ენდრიუს სამხედრო წოდებების და ტიტული „მისი სამეფო უმაღლესობა“ ჩამოერთვა. ამის შესახებ BBC სამეფო ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრინცი ენდრიუ აშშ-ის სასამართლოს წინაშე სექსუალურ ძალადობაში საქმეზე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. სამეფო ოჯახის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროცესის მსვლელობისას ენდრიუ თავს დაიცავს როგორც კერძო პირი.

ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი გასული წლის აგვისტოში შეიტანა. ის პრინც ენდრიუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ჯუფრე ამტკიცებს, რომ ის ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლია, რომელმაც 2019 თავი მოიკლა. ქალის თქმით, 2001-2002 წლებში ეპშტეინმა და მისმა თანაშემწემ გილეინ მაქსველმა აიძულეს სექსუალური კავშირი დაემყარებინა პრინცთან. მაშინ ჯუფრე 17 წლის იყო.

66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა. 2021 წლის 30 დეკემბერს მაქსველი მოზარდების სექსუალურ ექსპლუატაციაში დამნაშავედ ცნეს.