ლევან ხაბეიშვილი: სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება იმ სტრატეგიასთან, გეგმებთან და ხედვებთან მიმართებაში, რომელიც მას აქვს

ლევან ხაბეიშვილი: სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება იმ სტრატეგიასთან, გეგმებთან და ხედვებთან მიმართებაში, რომელიც მას აქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრატეგიაზე და გეგმებზე ისაუბრებს.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხედვებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

„მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ სტრატეგიასთან, გეგმებთან და ხედვებთან მიმართებაში, რომელიც მას აქვს. ამ მიმართულებით არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაში ეიმედებოდათ ეს ადამიანი და ამუშავებდნენ და იყენებდნენ მის პოტენციალს. დღეს სააკაშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოყვება იმის შესახებ როგორ საქართველოს ხედავს, ისეთ საქართველოს საიდანაც ქვეყნის მოქალაქეები არა თუ გარბიან, არამედ ბრუნდებიან სამშობლოში.

სააკაშვილი დროს დახარჯავს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს უთხრას როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან, პრობლემებიდან, რა გეგმა აქვს, რა სტატეგიაზე მუშაობს და როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქე არ ფიქრობდეს ქვეყნიდან გაქცევაზე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე გაიმართება.