ვახო სანაია:

ვახო სანაია: "ნუ ლანძღავთ...მე ფქვილში ამოგანგლული წისქვილის ვირთხა შემარქვა, რა მოხდა მერე, თუ მლანძღავდა, ღმერთმა აცხონოს"

რეზო ამაშუკელთან დაკავშირებულ უაყოფით კომენტარებს ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"კაით, ხალხო. ყველანი დავბერდებით და არ ვიცით, რას ვიზამთ მაგ დროს.ნუ ლანძღავთ. გარდაცვალებას სამძიმარი უხდება ან სიჩუმე.მე ფქვილში ამოგანგლული წისქვილის ვირთხა შემარქვა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამეცინა. რა მოხდა მერე, თუ მლანძღავდა. ღმერთმა აცხონოს" - წერს ვახო სანაია.

არაგველი641 დიახ, ცხონებულმა სახელების კარგი შერჩევა იცოდა, ღმერთმა აცხონოს!
3 წლის უკან