17-31 იანვარს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

17-31 იანვარს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

17-31 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.


1    ამბროლაური    17.01.2022    კოსტავას ქ. 20    10:00-17:00
2    კასპი    17.01.2022    სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან     10:00-17:00
3    ლანჩხუთი    18.01.2022    ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით    10:00-17:00
4    აბაშა    20.01.2022    ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ    10:00-17:00
5    ყაზბეგი    21.01.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
6    მარტვილი    21.01.2022    თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ    10:00-17:00
7    დმანისი    24.01.2022    წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
8    ხონი    24.01.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
9    ასპინძა    25.01.2022    მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
10    ბაღდათი    25.10.2022    წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ     10:00-17:00
11    გურჯაანი    26.01.2022    ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
12    ვანი    26.01.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
13    ახმეტა    27.01.2022    ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
14    საჩხერე    27.01.2022    თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
15    ყვარელი    28.01.2022    კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან    10:00-17:00
16    ტყიბული    28.01.2022    კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
17    დუშეთი    31.01.2022    რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი    10:00-17:00
18    ამბროლაური    31.01.2022    კოსტავას ქ. 20    10:00-17:00