„მილანი“ მწვრთნელის გარეშე რჩება

„მილანი“ მწვრთნელის გარეშე რჩება

დღეს დილით გამოცემამ „Corriere dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი „მილანი“ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის თანამდებობიდან გაათავისუფლებს.

იტალიური გაზეთის მტკიცებით, გუნდის ვიცე-პრეზიდენტი გალიანი ალეგრის უკვე შეხვდა, ესაუბრა და ახალი გუნდის მოძიების რეკომენდაცია მისცა.

იტალიის მომავალ პირველობაზე „მილანს“ კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი, ალესანდრო კოსტაკურტა ან ლუჩანო სპალეტი უხელმძღვანელებს.

რამდენიმე საათის წინ იტალიურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ მასიმილიანო ალეგრი უმუშევარი არ დარჩება.

კულუარული ცნობით ის მუშაობას კლუბ „რომაში“ დაიწყებს. უბერებელი ფრანჩესკო ტოტის კლუბმა ალეგრის სამწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზა.