ბოზბაში

ბოზბაში

ცხვრის ხორცს დავასხათ 15 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ხარშვის დროს  მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ამავე წვენში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და კანგაცლილი 150 გრამი მუხუდო ან ცერცვი და განვაგრძოთ ხარშვა.

 

10 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ერბოში და ჩავუშვათ  წვნიანში. ჩავყაროთ, აგრეთვე, 300 გრამი გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ვაშლი. ჩავასხათ ტომატი, შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. შემდეგ ჩავყაროთ შემწვარი ან მოხარშული  ხორცის იმდენი ნაჭერი, რამდენი ჯამი კერძიც უნდა მივიტანოთ სუფრაზე.

 

მასალა:

 

ცხვრის ხორცი - 800 გრამი,

ერბო - ერთი სუფრის კოვზი,

ხავი - 1-2 თავი

მუხუდო - 5 სუფრის კოვზი,

ვაშლი– 300 გრამი,

ტომატი - ½ ჩაის ჭიქა,

მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებულია კახური ჭაჭა.