შალვა პაპუაშვილი ლონდა თოლორაიას განცხადებაზე: თანამშრომლების როლის დაკნინებაა თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის და პრინციპულობის

შალვა პაპუაშვილი ლონდა თოლორაიას განცხადებაზე: თანამშრომლების როლის დაკნინებაა თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის და პრინციპულობის

თანამშრომლების როლის დაკნინებაა თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თავის თანამშრომლებზე იდგა“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან.

„ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელზე ჩამოკიდება არსშივე არასწორია. ვფიქრობ, ეს არის საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინება, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის.

ვფიქრობ, ისევე როგორც ყველა სამსახური, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, უპირველ ყოვლისა, იდგა თავის თანამშრომლებზე. ეს თანამშრომლები უწყებაში რჩებიან.

საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან. როდესაც არის ისეთი მიდგომა, თითქოს ერთი ადამიანი არის უწყებაში ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიონალიზმის მთავარი ფაქტორიაა, ეს თავის თავში აჩვენებს, რამდენად არასწორია “, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განმარტა, რომ უწყების გაუქმებით „სახლში გაუშვეს სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება“.