ევგენი გრუშოვეცი:  სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში - ეს არის ფარმაკოლოგიური წამება

ევგენი გრუშოვეცი:  სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში - ეს არის ფარმაკოლოგიური წამება

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ციხეში ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ გადაიყვანეს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა მოხდა.

„ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც მიხეილ სააკაშვილს მისცეს ძლიერი დამამშვიდებლები და პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში. ამის გამო არ შეუშვეს მასთან ჰოსპიტალში ექიმები და ადვოკატები. ფარმაკოლოგიური წამება, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკების გამოყენება ადამიანის დასასჯელად ან მისგან ინფორმაციის მისაღებად. ამის მიზანი არის - აიძულონ დამორჩილება, გამოიწვიონ სტრესი, რაც ტკივილის, შფოთვის, ფსიქოლოგიური აშლილობისა და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს“, - წერს გრუშოვეცი.