ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა და მას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი.
„ძალიან შემაშფოთებელია ის რაც, ახლა საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისად არ გამოიყურება“, - წერს ტვიტერზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ დე კრამონი.