გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოსთვისა და პენიტენციური სისტემისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს

გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოსთვისა და პენიტენციური სისტემისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს

სახელმწიფოსთვისა და პენიტენციური სისტემისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს, რასაც ადასტურებენ ექიმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

სხვა სამედიცინო დასკვნები გააჟღერეს ადვოკატებმა. გასაგებია, რომ ეს შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციაც იყოს. თუმცა ფაქტია, რომ კანონი უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს მასჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.