საქართველოს ყოფილ პრეიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. უფლებადამცველებს სააკაშვილთან შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან განცხადებებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთებენ.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.