იოსებ კობერიძე: თუ წამსვლელები ხართ წადით, ძმაო, ძმრად ნუ ამოგვადინეთ თქვენი მედლები და ნუ გადაგვაყოლეთ ამ ტოტალიზატორებს!

იოსებ კობერიძე: თუ წამსვლელები ხართ წადით, ძმაო, ძმრად ნუ ამოგვადინეთ თქვენი მედლები და ნუ გადაგვაყოლეთ ამ ტოტალიზატორებს!

ფეისბუქ-მომხმარებელი იოსებ კობერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი სპორტული კარიერა 1990-იანებიდან ისე აეწყო, რო ჩავჯექი თვითმფრინავში, ჩათვალეთ არც გადმოვსულვარ. მთელს პლანეტას რამდენჯერმე შემოვუარე და ჩვენი დროშაც ბევრგან ვაფრიალე.

როგორ პირობებში ვვარჯიშობდი, უნდა მოგიყვეთ. 

ვისაც 90-იანებში უცხოვრია, იმან კი იცის. ვისაც არა, იმას მოკლედ ვეტყვი, რო ზამთარში ანტარქტიდაში ვვარჯიშობდით და ზაფხულში საჰარაში. თანაც, არავითარი ინვენტარი არა გვქონდა, არავითარი! შეკრებებზეც საკუთარი შეკოწიწებული ფულით დავდიოდით. ერთს წავიწუწუნებ: ელემენტარულად,  წვივსაფარები და ელასტიური ბინტები არა გვქონდა, სხვა დანარჩენზე რო არაფერი ვთქვა... 

მთელი პლანეტის შემოფრენას რაც შეეხება, ფულს ვსესხულობდი და ისე მივფრინავდი საჩხუბრად. მერე კი რამდენიმე თვე ვისტუმრებდი ამ ვალს. ზოგჯერ, რაღაცა კაი ფულსაც გავჭრიდი და ამ ფულს ვახარჯავდი ჩემს ორგანიზაციას, სპორტსმენებს. 

ჩემი “ცხვირპირის მტვრევის” ფედერაცია 1998 წლიდანაა სპორტის სამინისტროს ოფიციალური წევრი და არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს არ მომითხოვია ქვეყნის ბიუჯეტიდან ფული, რომ სადმე შეჯიბრებაზე საჩხუბრად გავფრენილიყავით. მე ასე მიმაჩნია, რომ ქვეყანა არაა ვალდებული მე მიხადოს ფული, რახან ვჩხუბობ. სხვები ითხოვდნენ და ღებულობდნენ თანხას, კეთილსინდისიერადაც იქცეოდნენ, მაგრამ მე არ მომითხოვია, მე ასე მეგონა სწორი. 

“პლანეტის შემოვლა” რომ ვახსენე, ალბათ მიხვდით, რომ ბევრგან შემეძლო დარჩენა იმ გაჭირვებულ წლებში, მაგრამ ასე მიმაჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქედ უნდა დავრჩენილიყავი. უცხოური კლუბის სახელითაც გვიასპარეზია, ოღონდაც მოქალაქეობა ქართული გვქონდა.

მოკლედ, აი ასეთი იყო ჩემი სპორტული ყოფა...

დღეს კი, ზოგიერთები წუწუნებენ, რო ტოტალიზატორებს თუ მთელს მსოფლიოში არსებულის მსგავს რეგულაციებს დავუწესებთ, მაშინ ქართული სპორტი საერთოდ ჩაიძირება და თვითონ ეს ათლეტები იძულებული იქნებიან უცხო ქვენის სახელით იასპარეზონ. ალბათ სააკაშვილის მაგალითი მოეწონათ... წადით სადაც გინდათ, ჩვენ ნუ დაგვამადლით თქვენს ჩემპიონიბას. წადით და იცოდეთ, რო ჩვენ ყოველთვის მაინც თქვენ გიგულშემატკივრებთ! თუ წამსვლელები ხართ წადით, ძმაო, ძმრად ნუ ამოგვადინეთ თქვენი მედლები და ნუ გადაგვაყოლეთ ამ ტოტალიზატორებს!

მარტო ფულს არ უნდა ხედავდე სპორტში. სპორტი, პირველ რიგში, არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის საშუალება. ჯანსაღი ცხოვრება კი შენი თანამოქალაქეების და ქვეყნის წინსვლაა. 
უფრო ლამაზად მინდოდა ჩემი ემოციების გამოხატვა და მაპატიეთ, თუკი ვინმეს რამე ეწყინა, ცივი წყალი მიირთვით".