"მაფიოზურ კლანს თავისი ათი მცნება გააჩნია, ერთ-ერთში ეწერა - არ მიითვისოს სხვისი ფულიო..."- კამათი თბილისის საკრებულოში

კამათის ფონზე მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს სხდომა - დავის საგანი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდაა, ოპოზიცია კი, ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კვიტაიშვილის თმით, საჯარო მოხელეებს ანაზღაურება უპრეცედენტოდ არ უნდა ეზრდებოდეთ.  

"ყველა საჯარო მოხელეს ეზრდება ხელფასი. ჩემი მხრიდან აღქმულია, როგორც ცინიზმი. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ განსაკუთრებით მამაკაცებს, რომ მაფიოზურ კლანს თავისი ათი მცნება გააჩნიათ, სადაც ერთ-ერთ ცნებაში ეწერა - არ მიითვისოს სხვისი ფული. ჩემი, თუ არ გჯერათ მითვისებასთან დაკავშირებით იქნებ ჭილაძე მოვიხმო. არ მიითვისოთ, რისი მითვისებაც არ შეიძლება,"- აცხადებს ნინო კვიტაიშვილი.