ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „მძიმე შთაბეჭდილებით“ არის და კომენტარს ვერ გააკეთებს

ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „მძიმე შთაბეჭდილებით“ არის და კომენტარს ვერ გააკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ ის მძიმე შთაბეჭდილებით არის.

აქედან გამომდინარე მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

„არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელი ირინა მარხონოსკი იმყოფება.