ედიშერ გვენეტაძე: ბატონმა შალვამ თავის სიტყვაში უპირობოდ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ქვეყნის ინტერესები და ის იქნება ყველას თავმჯდომარე, როგორც პოზიციის ისე ოპოზიციის

ედიშერ გვენეტაძე: ბატონმა შალვამ თავის სიტყვაში უპირობოდ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ქვეყნის ინტერესები და ის იქნება ყველას თავმჯდომარე, როგორც პოზიციის ისე ოპოზიციის

„არჩეული იქნა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომლის გზავნილებია: პრინციპულობა,  დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, სამოქალაქო მშვიდობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება!“- ასე გამოეხმაურა ედიშერ გვენეტაძე შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. 

„მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დღეს! არჩეული იქნა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომლის გზავნილებია: პრინციპულობა,  დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, სამოქალაქო მშვიდობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება! ბნმა შალვამ თავის სიტყვაში უპირობოდ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ქვეყნის ინტერესები და ის იქნება ყველას თავმჯდომარე, როგორც პოზიციის ისე ოპოზიციის! წარმატებები საქართველოს სახელმწიფოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ და პანდემიით მოცულ  მსოფლიოში!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.